07 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
სოფელ კაბალში ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ბიზნესმენ, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელყუმბარა შეაგდეს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიდინა დანაშაული. აფეთქების დროს სახლში ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.

დღის ამბები