07 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
უკრაინის უმაღლესმა რადამ იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უმაღლესმა რადამ იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა - კანონპროექტი ითვალისწინებს იარაღის მფლობელის მოწმობის შემოღებას და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასესიო დარბაზში დარეგისტრირებული 352 სახალხო დეპუტატიდან, კანონპროექტს 274 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი ითვალისწინებს:

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ცნების განსაზღვრას,

პირობების და თანმიმდევრობის განსაზღვრას, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.

იარაღის მფლობელის მოწმობის მიღების უფლება ექნებათ უკრაინის ქმედითუნარიან მოქალაქეებს; უცხოელებს და პირებს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით.

იარაღის მფლობელის მოწმობა არ შეიძლება გადაეცეს პირს:

თუ არსებობს სამედიცინო უკუჩვენება იარაღის მოპყრობასთან,

არსებობს ნასამართლეობის სხვადასხვა ფაქტორები,

ერთი წლის განმავლობაში არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გარკვეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.

დღის ამბები