02 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
დაიწყეს კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს - ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი ვიდეომიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუსეთის ქმედებები 1941 წელს შეადარა. ზელენსკიმ რუს ხალხსაც მიმართა და ომის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა:

"დღეს ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის - კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა - ჩვენ თქვენ გხედავთ.  იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები