წალენჯიხაში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივები აქციაზე უკრაინის, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ და რუსეთის აგრესია გააპროტესტეს.
ადგილზე მყოფმა წალენჯიხის მერმა და მისმა მოადგილემ განაცხადეს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა საჭიროების შემთხვევაში, უკრაინიდან მიიღოს 20 ბავშვი და მათზე იზრუნოს.