ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ამჯერად, სიმბოლურად, დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი ცდილობს, დაიპყროს უკრაინა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მხარდაჭერა. ისინი 2008 წელს უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ აუცილებელია საქართველომაც სათანადო მხარდაჭერა გამოუცხადოს.
აქციაზე უკრაინელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. აქცია ქალაქში მსვლელობით გაგრძელდება.