16 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"ეს ომი კატასტროფაა უკრაინისთვის, მაგრამ ეს ომი ასევე იქნება კატასტროფა რუსეთისთვის" - გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების პაკეტი მზადდება

"რუსეთის მთავრობა მალე იგრძნობს, თუ რამდენად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო ქმედებებისთვის" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, ამ დროისთვის, ევროკავშირის ლიდერებთან თანამშრომლობით რუსეთისთვის უპრეცედენტო სანქციების პაკეტზე მიმდინარეობს მუშაობა.

გერმანიის კანცლერმა გერმანიის თავდაცვის სისტემის მოდერნიზების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე მეტი ინვესტიციის სახით სამხედრო ხარჯებში ჩაიდება.

"ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის იარაღი გადავეცით. პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი ვერ იარსებებდა. ეს ომი კატასტროფაა უკრაინისთვის, მაგრამ ეს ომი ასევე იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად სანქციების უპრეცედენტო პაკეტი შევიმუშავეთ.
 
სრულად შევწყვიტეთ რუსული ბანკებისა და სახელმწიფო კომპანიების დაფინანსება. ასევე, შეწყდება რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტი. მიზანში ამოვიღეთ რუსი ოლიგარქები და მათი აქტივები. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მის უშუალო გარემოცვის მიმართ, მათ შორის ვიზების გაცემის კუთხით. ხოლო გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მსხვილი რუსული ბანკები საბაკო საკომუნიკაციო ქსელიდან, სვიფტიდან გამოითიშებიან.
 
ჩვენ გვესმის, რომ პუტინი თავის კურსს ერთ ღამეში არ შეიცვლის, თუმცა, ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან მაღალი ფასის გადახდა უწევს," - განაცხადა შოლცმა.
 
დღის ამბები