05 მაისი 2024,   04:26
ვრცლად
"ჩვენ გვჭირდება პარტნიორები უკრაინის დასაცავად, ჩაკეტეთ ცა ახლავე!" - დმიტრო კულება პარტიორებს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართავს და საჰაერო სივრცის ჩაკეტვას სთხოვს. კულება Twitter-ზე იმ  მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოებსაც ავრცელებს, რომლებიც ქალაქში შესულ რუს სამხედროებს გზას უბლოკავენ. 

"ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს გამარჯვების შანსი არ აქვს. ჩაკეტეთ ცა. ეს არის ფოტო, სადაც ასახულია როგორ დაბლოკეს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ქალაქი ენერგოდარში რუსი ოკუპანტები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები უკრაინის დასაცავად. ჩაკეტეთ ცა ახლავე!" - წერს დმიტრო კულება.

დღის ამბები