03 სექტემბერი 2026,   09:27
ვრცლად
პუტინის რეჟიმისგან იმ საბრძოლო მასალის გამოყენება, რაც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს, არის ომის დანაშაული - ბორის ჯონსონი

რუსეთის მიერ უკრაინაში სხვადახვა სახის იარაღის გამოყენება არის ომის დანაშაული - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პუტინის გარემოცვას კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდეს.

"ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან იმ საბრძოლო მასალის გამოყენება, რაც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს, არის ომის დანაშაული. მე ვიცი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უკვე იძიებს ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, პალატა ამას დაუჭერს მხარს.

ჩვენ დავუწესეთ პუტინს, ლავროვს და მის გარემოცვას სანქციები და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ მათზე ზეწოლას მომავალშიც. სანქციების შედეგებს მოსკოვში უკვე იმკიან. სწორედ დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ინიციატორი, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს სანქციები დაწესებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ," - ამბობს ბორის ჯონსონი.

დღის ამბები