30 აგვისტო 2026,   10:50
ვრცლად
ახლა ფოკუსირებული ვართ უკრაინაზე, ისინი ჩვენ ღირებულებებს სიცოცხლით იცავენ - ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობაზე

საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით პრიორიტეტი ახლა უკრაინაა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა რუმინეთის პრეზიდენტთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

"ჩვენ რუსეთს სანქციები სამ ეტაპად დავუწესეთ და ვხედავთ თუ როგორ გრძნობს ამ გადაწყვეტილების შედეგს რუსეთი. ჩვენ ენერგორესურსების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ. უნდა შევძლოთ გავხდეთ რუსეთის ნავთობისა და გაზისგან დამოუკიდებელი.

რაც შეეხება უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე განაცხადს მოლდოვასა და საქართველოსგან, ახლა, ამ ეტაპზე ჩვენ ფოკუსირებული ვართ უკრაინაზე. ისინი ჩვენ ღირებულებებს სიცოცხლით იცავენ, მიმდინარეობს ომი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პირობებში ეკონომიკური კავშირები გავაძლიეროთ უკრაინასთან," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები