07 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
Z, V, X, O - რას ნიშნავს ლათინური ასოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა გამოსახული

ოკუპანტი რუსების საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადსხვა ლათინური ასოა გამოსახული. დაზუსტებით, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლოები, უცნობია, თუმცა არსებობს ვერსიები, რას აღნიშნავს Z, V, X და სხვა ლათინური ასოები, რომელიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი.

სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნიშნები, რუსი სამხედროების კომუნიკაციისთვის არის აღნიშნული. თავდაცვის კვლევითი ცენტრის ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სიმბოლოები დაკავშირებულია, სავარაუდოდ, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, სადაც ქვედანაყოფები განლაგდებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლოები.

მაგალითად Z!  - ეს ნიშნავს რუსეთის აღმოსავლეთ ძალებს, რომლებიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ.

Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში;

ვარაუდობენ, რომ სამკუთხედში გამოსახული Z შესაძლოა სულ სხვა დანიშნულების მატარებელი იყოს და შესაძლოა, სამხედრო ტექნიკას, რომელზეც ეს სიმბოლოა დატანილი, განსხავევებული ტაქტიკური ამოცანები ჰქონდეს.

რაც შეეხება სიმბოლო V -ს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს საზღვაო ქვეითების აღმნიშნვნელი სიმბოლოა. ასევე, V ნიშანს ხსნიან, როგორც გამარჯვებული დაჯგუფების სიმბოლოს. ასევე, სამხედრო ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ თუ Z-ს აქვს რუსეთის აღმოსავლეთ ძალების სიმბოლო, შესაძლოა, V აღნიშნავდეს დასავლეთ ძალებს.

X - ჩეჩნურ სამხედრო შენაერთებს გულისხმობს.

A- სპეციალური დანიშნულების რაზმებს.

ხოლო, O -ბელარუსში დისლოცირებულ ჯარებს.

დღის ამბები