05 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
რატომ გაჩერდა რუსეთის 64-კილომეტრიანი სამხედრო კოლონა კიევის მიმდებარედ - გენერალ ვახტანგ კაპანაძის განმარტება

რუსეთის 64 კილომეტრიანი სამხედრო კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, გზაში უძრავადაა გაჩერებული. დასავლური გამოცემები წერენ, რომ კოლონას, რომელიც უკვე მესამე დღეა არ იძვრის, საწვავის პრობლემა აქვს. გავლენიანი გამოცემები ჯარისკაცების საკვები პროდუქტების დეფიციტზეც საუბრობენ.

რატომ გაჩერდა ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმული რუსული სამხედრო კოლონა უკრაინის დედაქალაქის მიმდებარედ - როგორც "კურიერთან" გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, ამის მიზეზი საოკუპაციო ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის არაორგანიზებულობა, ან ჩაშლა შეიძლება გამხდარიყო. ქართველი გენერალი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გაცემულ მითითებაზეც:

"ტანკს, დაახლოებით, 300 ლიტრი საწვავი სჭირდება 100 კმ-ზე, ძალიან საწვავმომხმარე ტექნიკაა. გავრცელდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მითითებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოსახლეობისთვის, რომ მათ მთავარი წინააღმდეგობა არა ტანკებისთვის, არამედ მიმყოლი ტექნიკისთვის გაეწიათ და სწორედ ისინი დაეზიანებინათ. არ გამოვრიცხავ, რომ ესაა სწორედ მიზეზი ამ კოლონის გაჩერების," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

დღის ამბები