20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

კინომსახიობი ელგუჯა ბურდული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან - "უძინართა მზე".

მსახიობს მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელგუჯა ბაბლუანმა, არაერთი სახასიათო როლი შექმნა. ის გადაღებულია ფილმებში:  

"ბეღურების გადაფრენა"(1977), "მაცგი" (1979), "მოცურავე" (1980), "მოქცევა" 1982), "გარიგება"(1984, რუსეთი), "უძინართა მზე" (1992) და სხვ. მიღებული აქვს კინოფესტივალ "Созвездие"-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1992), პრემია "ნიკა"(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის" აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი.

 

დღის ამბები