07 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
პარტია "დროამ" ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის შემოდინების შესახებ იმსჯელა

პარტია "დროამ", ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გამართა. შეხვედრაზე, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის შემოდინების შესახებ იმსჯელეს.

დისკუსიის მიზანი ქართული ბიზნესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და მათგან "დროას" ხედვის შეფასებების მოსმენა იყო.

"გვინდა კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განვიხილოთ ის კონკრეტული ინიციატივები, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთიდან შემოდინებული ხალხის საფრთხე მინიმიზებული იყოს. ეს საფრთხე ერის სანქციებისგან თავის არიდებაა, რაც გამოიწვევს საქართველოს სანქცირებას, ამიტომ ბიზნესმა თავად უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ეს არ გააკეთოს,"- აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები