სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის გარდაცვლილია ერთი ოჯახის 3 წევრი, ცოლ ქმარი და ბავშვი.
1 პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ავტობანზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა რა დროსაც გზიდან გადავარდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.