04 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე ცდილობს ქალაქი სნიგირიოვკაში ნანგრევებში მოყოლილთა ამოყვანას. საჰაერო იერიში ოკუპანტებმა ნიკოლაევის ოლქში დღეს დილით მიიტანეს.

პოლიცია და მაშველები მუშაობენ კიევშიც. ობოლონის უბანში ჭურვი 9-სართულიან შენობას მოხვდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ამ ეტაპზე ცნობილია 2 გარდაცვლილის შესახებ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილით დაიბომბა ჟიტომირის რეგიონში, სოფელ სტავიჩეც. განადგურდა 7 შენობა. დაშავდა ოთხი ადამიანი.

უმძიმესი ვითარებაა კვლავ მარიუპოლში - დასახლებაში ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ქალაქ ირპინში დაბომბვას ემსხვერპლა დედა-შვილი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი კი იტყობინება, რომ ბავშვთან ერთად დაიღუპა მარიუპოლის სამშობიაროზე იერიშის შედეგად დაშავებული ორსული ქალი.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ზოგად მდგომარეობას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, რომ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

დღის ამბები