არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბრალდების მხარე კვლავ პატიმრობას ითხოვდა.
პატრულ-ინსპექტორის, კახა ბაკაშვილის ადვოკატმა 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ბაკაშვილმა ბრალი ოფიციალურად დღეს, სასამართლო პროცესზე აღიარა.