16 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
აშშ-ის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში - ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში. 

ლოიდ ოსტინის განცხადებით, NATO-ს მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების ამოქმედება) მიმართ აშშ-ის ვალდებულება მტკიცეა.

"ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას განსაკუთრებით ასეთ დროს. ჩვენ შევძელით მიგვეღო სწრაფი გადაწყვეტილებები. ამერიკის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. ვგმობთ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში. უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური და სუვერენული მთავრობა. ჩვენ ცხადია, მხარს ვუჭერთ მათ შესაძლებლობას, დაიცვან თავი. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ NATO-ს მეხუთე მუხლის მიმართ ვალდებულება მტკიცეა და ჩვენ დავიცავთ ამ ვალდებულებას. მადლობა თქვენი ლიდერობისთვის და მადლობა ყველა მოკავშირეს, რომ ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.  

დღის ამბები