მარნეულში მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა - მას 5 ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი შემატა, საიდანაც სამი ქალაქს, ხოლო ორი სოფელი წერეთლისა და ალგეთის მოსახლეობას მოემსახურება.
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე ტიპის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. ტრანსპორტი აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ასევე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ეფექტურად მართვისა და არსებული სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მარნეულის დასუფთავების შესაბამის სამსახურს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატა.
აღსანიშნავია რომ, გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა ასევე 5 ერთეული ახალი ავტობუსი შეისყიდა - პროცესი არსებული საჭიროების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.