07 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ევროსაბჭომ ბელარუსთან ყველა სახის ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა

ევროსაბჭომ ბელარუსთან ყველა სახის ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა, თუმცა  გადაწყვიტა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ქვეყნიდან გაქცეულ ოპოზიციონერებთან. მიზეზად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში ბელარუსის აქტიურ ჩართვას ასახელებს. 

დადგენილების თანახმად, ბელარუსს უჩერდება ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და აქტივობაში მონაწილეობის უფლება. ეს, ასევე ეხება ბელარუსის მონაწილეობას ევროპის საბჭოს ნაწილობრივ შეთანხმებებში, მათ შორის ვენეციის კომისიაშიც.
 
დღის ამბები