07 მაისი 2024,   02:58
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი - GORBI-ის კვლევამ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია მართებულია

GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ შედეგებმა ხელისუფლების მართებული პოზიცია დაადასტურა და მოსახლეობის სრული უმრავლესობა იაზრებს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს.

მათივე თქმით, ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

"კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთის მხრივ, ის რომ ჩვენ სწორი პოზიცია გვაქვს, როცა უკრაინას მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ შესაძლებლობის ფარგლებში და, მეორეს მხრივ, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ის პროვოკაცია, რომელმაც შეიძლება საქართველოს ომში ჩართულობა გამოიწვიოს.

ამავდროულად, ეს კვლევები ადასტურებს იმასაც რომ არამხოლოდ "ქართული ოცნების" მომხრეები, არამედ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს იმ შესაძლო საფრთხეებსა და რისკებს, რომელზეც საუბრობენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ოპოზიციას საზოგადოებრივ კვლევასთან დაკავშირებით განმარტებები ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები