03 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
უკრაინა-რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევარს გაგრძელდა - დავით არახამია

უკრაინა-რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საათნახევარს გაგრძელდა - ინფორმაციას მედია უკრაინული დელეგაციის წევრის, დავით არახამიას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შეხვედრა უკვე გაიმართა. 10:30-დან 12:00-მდე ოფიციალური დელეგაცია იყო. შემდგომ უკვე შეხვედრა სამუშაო ჯგუფებმა განაგრძეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ," - განაცხადა ზელენსკის თანაგუნდელმა.

დამატებითი ინფორმაცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები