უკრაინელი მოსწავლეები სწავლას ქართულ სკოლებში აგრძელებენ. უკრაინული ოჯახების შვილები, რომლებიც რუსულ აგრესიას თავს საქართველოში აფარებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ სკოლებში ისწავლიან.
საქართველოში, ამ ეტაპზე, 60-მდე უკრაინელი მოსწავლეა, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ენის ბარიერის დასაძლევად, ცალკეული სკოლები არ გამორიცხავენ უკრაინული ენის სასწავლო პროგრამაში დამატებას.