07 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
"გადაწყვეტილება ითვალისწინებს საქართველოს დაცვას" - უმრავლესობა "ნაცმოძრაობასთან" საპარლამენტო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მორატორიუმზე

დროებით მორატორიუმი ქართულმა ოცნებამ "ნაცმოძრაობასთან" საპარლამენტო თანამშრომლობაზე რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა. მიზეზად კი, მამუკა მდინარაძემ პარტიის მიერ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები დაასახელდა.

უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ "ნაცმოძრაობის" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია და ინიციატივები, რუსულ ინტერესებს ემსახურება.

"მავნებლური საქმიანობა უკვე თვალხილულია, მასშტაბურია და გააფთრებულია, რომელსაც "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები ეწევიან. აქედან გამომდინარე, მათი ნებისმიერი აქტივობა, საერთაშორისო თემა იქნება თუ საშინაო, მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე საქართველო დაზიანდეს და დესტაბილიზაციას ჰქონდეს ადგილი.  

გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, პირველ რიგში, ითვალისწინებს საქართველოს დაცვას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები