07 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
პესკოვი ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაშიც რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს - კრემლის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს კითხვა CNN-ის წამყვანმა, კრისტიან ამანპურმა დაუსვა.

"თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მაშინ, შესაძლოა, გამოვიყენოთ," - განაცხადა პესკოვმა. 

მისი თქმით, რუსეთს აქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

"პრეზიდენტ პუტინის განზრახვაა მსოფლიოს გააგებინოს ჩვენი წუხილები. ორი ათეული წელია ამის თქმას ვცდილობთ მსოფლიოსთვის, ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ არავინ გვისმენდა და სანამ ძალიან გვიანი არაა, გადავწყვიტეთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება, რათა მოგვეცილებინა ჩვენს საზღვრებთან შექმნილი ანტი-რუსეთი.

ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები," - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინიშნება მანამდე რუსეთის პრეზიდენტმაც გააკეთა - თებერვალში პუტინმა გასცა ბრძანება, რუსეთის ბირთვული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ. 

დღის ამბები