07 მაისი 2024,   03:00
ვრცლად
ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს ის შეტაკება, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო - ლავროვი დასავლეთს დაემუქრა

მოსკოვი დასავლეთს აფრთხილებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა, რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

"ბევრს სურდა სიტუაცია ჩიხში შესულიყო. ამაში ამერიკელები კი ცალსახად გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ვაშინგტონი მიზნად ისახავს სიტუაციის დრამატიზებას. საშუალებას აძლევენ ზელენსკის გამოვიდეს მსოფლიო პარლამენტების წინაშე. ყოველი ასეთ გამოსვლის შემდეგ კი ის ემოციების ფონზე კვლავ სთხოვს NATO-ს ჩართვას კონფლიქტში. ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა უკვე თქვეს, რომ ახლა NATO-ს სამიტი იქნება და სამშვიდობოების გაგზავნა სურთ. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი არის ის რომ, საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტიგენტზე, არამედ იმაზე, რომ NATO თუ არა, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ უკრაინის დასაცავად. ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით," - განაცხადა ლავროვმა. 

დღის ამბები