უკრაინაში მშვიდობისთვის - საინიციატივო ჯგუფი საქართველოდან საერთაშორისო კამპანიას იწყებს. ჯგუფის წევრებმა სოციალური მედია პლატფორმის შექმნა დააანონსეს, ასევე ისაუბრეს ლაივ მარათონზე, რომელიც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, მსოფლიოს ხელოვანებს გააერთიანებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ ლაივ მარათონი, კონცერტი, რომლის ნახვაც შეეძლებათ ყველა ქვეყანაში, ამ საიტზე. პირობითად, გვაქვს ასეთი გეგმა, რომ რომელიღაც საათზე დავიწყოთ ეს და შემდეგ, როდესაც სასაათო სარტყლით ეს საათი მოდის შემდეგ ევროპულ ქვეყნებში, უკვე ჩვენი უცხოელი კოლეგები ჩაერთონ,"-აცხადებს მუსიკოსი დათო ფორჩხიძე.