ამერიკის კინოაკადემიამ "ოსკარი 2022-ის" გამარჯვებულები დაასახელა. რიგით 94-ე დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - CODA
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი - უილ სმიტი, King Richard
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი - ჯესიკა ჩესტეინი, The Eyes of Tammy Faye
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი - ტროი კაცორი, CODA
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი - არიანა დებოუსი, West Side Story
საუკეთესო რეჟისორი - ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog
საუკეთესო ორიგინალური სცენარი - Belfast
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - CODA
საუკეთესო საერთაშორისო ფილმი - Drive My Car (იაპონია)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Encanto
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის -Dune
საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის - No Time To Die — No Time to Die
საუკეთესო ხმის რეჟისურა - Dune
საუკეთესო მხატვრობა - Dune
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი -Cruella
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - The Eyes of Tammy Faye
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი -Dune
საუკეთესო მონტაჟი - Dune
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - Dune
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Summer of Soul
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - The Queen of Basketball
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - The Long Goodbye
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - The Windshield Wiper
დაჯილდოვების ცერემონიალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად უილ სმიტის საქციელი იქცა. კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა უილ სმიტის მეუღლის ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც უილ სმიტის მწვავე რეაქცია გამოიწვია, ის სცენაზე ავიდა და წამყვანს გაარტყა. როგორც მედია წერს, ჯეიდა პინკეტ სმიტს ალოპეცია აქვს, ავტოიმუნური დარღვევის გამო თმა სცვივა და მისი ვარცხნილობაც სწორედ ამას უკავშირდება.