რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის იწყება. საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა 29 მარტის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.