20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
განათლების მინისტრი თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა

განათლების მინისტრი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ.

მინისტრმა უკრაინელი მოსწავლეების მშობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვით თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.

საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში გამარტივებული წესით უკვე 215 მოსწავლეა ჩარიცხული.

დღის ამბები