07 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების ახალ ფაზაში გადადის

დიდი ბრიტანეთი უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების ახალ ფაზაში გადადის. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მთავრობა არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა განმარტავს, რომ დახმარება არ მოიცავს ტანკებს ან ისეთ საბრძოლო მასალას, რამაც შეიძლება ვითარების ესკალაცია გამოიწვიოს.

ბორის ჯონსონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის თავდაცვის უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო გზას განიხილავს.

დღის ამბები