05 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის უარი ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე - გასაჯაროვდება თუ არა მიმოწერა პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის

გასაჯაროვდება თუ არა პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის მიმოწერა - მმართველი პარტია თავისი სიმართლის დასამტკიცებლად წერილობით დოკუმენტებზე ალაპარაკდა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ გასული წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა 4 დიპლომატის დანიშვნას ხელი არ მოაწერა, ასევე უარი განაცხადა ერთი ელჩის გამოწვევაზე. უმრავლესობაში არც მიმოწერის გასაჯაროებას გამორიცხავენ.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის გუშინდელი განცხადების მიხედვით კი პრეზიდენტმა ყველა დიპლომატის დანიშვნას ხელი მოაწერა.

"ქართულ ოცნებაში" სჯერათ, რომ ელჩების დანიშვნა თუ გათავისუფლება არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია და ამიტომ უწევს მას არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

მმართველი პარტია ინსტიტუტებს შორის კონსტიტუციური უფლებების დაზუსტებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. გაურკვევლობა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით უკვე ორი კვირაა გრძელდება.

დღის ამბები