05 მაისი 2024,   12:03
ვრცლად
ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა უნდა წაახალისოს - შალვა პაპუაშვილი გამოცემა "ეურაქტივზე" ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესახებ წერს  

ევროკავშირმა უნდა წაახალისოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შალვა პაპუაშვილი ევროპულ გამოცემა "ეურაქტივზე" საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ წერს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უკრაინის ომი ხაზს უსვამს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების რთულ ვითარებას, არამედ იმ გრძელ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიარა.

პაპუაშვილის თქმით, დინამიკური თანამშრომლობის მიუხედავად ევროკავშირმა ვერ გაგზავნა მკაფიო სიგნალები საქართველოსთვის საბოლოო წევრობის შესახებ. საქართველოს მზადყოფნა კი მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას - მტკიცეა.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობას შეიძლება დრო დასჭირდეს, ევროკავშირმა სწორი სიგნალები უნდა გაუგზავნოს პროევროპულ ქვეყანას, რომელმაც მძიმე ფასი გადაიხადა დასავლური მისწრაფებების გამო,"- წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე პუბლიკაციაში საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მიღწევების, ასევე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებაც წერს. მისი განმარტებით, ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა გაავრცელოს არა მხოლოდ უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზეც.

 
დღის ამბები