20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
მხარი დავუჭირე ყველა იმ პროექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ძალისხმევით წარმატებით განხორციელდება - ირაკლი შატაკიშვილი 

ბათუმის მსგავსად არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს რუსთავში 87-ივე საარჩევნო უბანზეც, სადაც მოქალაქეთა აქტივობა 12 საათის მონაცემებით დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი ვითარებაა გარდაბნის ყველა მუნიციპალიტეტშიც, სადაც ამ დროისათვის არ არის დარღვევის შესახებ დარეგისტრირებული რაიმე განაცხადი. აქ მოქალაქეთა აქტივობა საარჩევნო პროცესში დაბალია, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამომრჩეველთა ნაკადების ზრდას  დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა "ქართული ონების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა, იგი საარჩევნო უბანზე ოჯახთან მივიდა. გამარჯვების შემთხვევაში შატაკიშვილი აპირებს რუსთავში დაგეგმილი ყველა პროექტი განახორციელოს. 

"დღეს მე მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემს რუსთაველებს და გარდაბნის ისტორიული სოფლების ამომრჩევლებს, ასევე მხარი დავუჭირე ყველა იმ პროექტს და ინიციატივას, რომელიც აქტიურად არის მიმდინარე პროცესში დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ერთობლივი ძალისხმევით  წარმატებით განხორციელდება," - აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი. 

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური კი ამბობს, რომ ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება თავის არჩევანი მშვიდ ვითარებაში გააკეთოს. 

"მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნების პროცესი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო. ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, რომ მიბრძანდეს და გააკეთოს თავისი არჩევანი. არავითარი საჩივარი არც უბანზე არც საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებული არი არის,"- ამბობს გაგა აფციაური. 

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის ოლქში - 117, ბათუმში უბანია გახსნილი. რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: მამუკა ტუსკაძე "სოციალური სამართლიანობისათვის", ირაკლი შატაკიშვილი "ქართული ოცნება" და კამალ მურადხანოვი "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია".

პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში ახალი მაჟორიტარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის წევრი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რუსთავის მერი გახდა.

დღის ამბები