07 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის მსხვერპლთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორისაა ვიტალი კიმის მდივანიც

მიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის- დაბომბვის მსხვერპლთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულთა შორისაა მისი მდივანიც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.

მიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს ჯართის გაყიდვას, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალის გატანას რეგიონის ტერიტორიიდან.

დღის ამბები