07 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
განადგურებული ირპენი და დედა-შვილთა სასაფლაოდ ქცეული საბავშვო სკვერი - "კურიერი" ფრონტის ხაზზე მუშაობას აგრძელებს

კიევში ყოველდღიურად მატულობს იმ ხალხის რაოდენობა, ვინც მზად არის საკუთარ სამშობლოს თავი შესწიროს. დღეს ფიცი ახალმა ასეულმა დადო. რუსულ აგრესიასთან მებრძოლ მოხალისეთა რიგებში საკრებულოს დეპუტატებიც ჩაეწერნენ, სპეციალური სწავლების გავლის შედეგ სამშობლოს დასაცავად მზად არიან.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 30 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა. მიუხედავად წარმატებისა საფრთხე ქვეყანაში დიდია, ამიტომ კიევის მერი მოქალაქეებს უკან, სახლში დაბრუნებას არ ურჩევს.

დღიდან ბუჩას უკრაინული არმია აკონტროლებს, სამხედრო მოსამსახურეები ბლოკირებული წერტილების გათავისუფლებას განაგრძობენ. ბუჩას ქუჩებში ადამიანთა ცხედრებია, მათ ნაწილს შეკრული აქვთ ხელები. დიმიტრი კომაროვი თვის მიმართვაში ამბობს, რომ ქალაქში აფეთქების საფრთხეა. პოლიციამ, სპეცრაზმმა და გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

კიევის ოლქში საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელების მხარდამხარ ქართველებიც იბრძვიან.

"კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან ერთად გათავისუფლებული ირპენი მოინახულა. როგორც კურიერის კორესპონდენტი ჰყვება მათ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა მოუწიათ. გათიშული ჰქონდათ ტელეფონები. აუცილებელი იყო დამცავი ჟილეტი და ჩაფხუტი . აფეთქების დიდი საფრთხის გამო  სასტიკად იყო აკრძალული ძირს დავარდნილი ნივთების აღება, მათ შორის საკუთარისაც.

ქალაქის 50% განადგურებულია. უკრაინელმა სამხედროებმა ტერიტორია ცხედრებისგან უკვე გაწმინდეს. მაგრამ ამ დრომდე ადგილზე რჩება დამტვრეული მანქანები, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატიურად ქურდავდნენ.

ირპენის სკვერში, დედა-შვილი ქანდაკების გარშემო ახლა რუსულ აგრესიას შეწირული, დედებისა და შვილების საფლავებია. "მესაფლავეებმა" ნაწილს დაღუპულების სახელები დააწერეს, მაგრამ ნაწილის ვინაობა არავინ იცის.

სასაფლაოდ ქცეულ ქალაქში მიმოფანტულია სათამაშოები, რომელებიც ბავშვებმა გაქცევის დროს დაკარგეს, ამ დრომდე სადგომზე მიმაგრებულია ველოსიპედი, რომელიც პატრონმა დაბომბვამდე დატოვა.

დღის ამბები