ქუთაისის მერიამ იმ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ახლა მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით, უკრაინელი ბავშვებისთვის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გასართობი ღონისძიება მოეწყო.
"ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ უკრაინელ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო მათ მშობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.