03 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
კიევის ოლქში ხელებშეკრული ადამიანები აწამეს და შემდეგ დახოცეს - ქალაქებში საზარელი სურათია

კიევის ოლქიდან რუსეთის ჯარმა უკან დაიხია, თუმცა რაიონებსა და ქალაქებში მათი სისასტიკის კვალი დარჩა. უკრაინელი სამხედროები ცდილობენ ტერიტორიები ნაღმებისგან გაწმინდონ.

განსაკუთრებით მძიმე სანახავია სურათი, რომელიც მათ ქუჩებში ხვდებათ. ათეულობით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ნაწილი ნაწამები დახელებშეკრულია. ეს ნიშნავს, რომ ხოცავდნენ არა მხოლოდ გამვლელებს, ასევე ტყვედ აყვანილ მოქალაქეებს. ეს ხდებოდა მათ შორის ბუჩასა და ირპენში.

მძიმე ვითარება რჩება კვლავ მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. კვლავ იბომბება ხარკოვი. ღამის განმავლობაში იყო სარაკეტო დარტყმები ოდესაში.

დღის ამბები