5 ივლისის საქმის მორიგ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა. აღნიშნული ეპიზოდი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.
ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს, გიორგი მაღრაძეს და გიორგი წარუაშვილს პატიმრობა ერთი წლის ვადით, გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს, თედო ბურდულს კი პატიმრობა 3 წლის ვადით მიესაჯათ.
მოსამართლემ ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გადაუკვალიფიცირა ძალადობრივ ქმედებაზე, ბრალდებულთა ნაწილი ჯგუფური ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათი ქმედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებიდან ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაზე გადააკვალიფიცირა. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე განვითარებულ პროცესებს, რა დროსაც იძალადეს ჟურნალისტებზე. საქმეს 50-მდე დაზარალებული და 30-მდე დაზარალებული პირი ჰყავს.