27 აგვისტო 2026,   16:11
ვრცლად
5 ივლისის საქმე - რა განაჩენი გამოუტანეს "რუსთავი2-ის" ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს

5 ივლისის საქმეზე დაკავებულებს დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. მათ შორის იყვნენ "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეებიც. როგორც "რუსთავი 2-ის" ინტერესების დამცველი აცხადებს, სასჯელი მინიმალურია და იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს:

"თამარ თათარაშვილის ეპიზოდში ბრალდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. შესაბამისად, ის ცნობილი იქნა დამნაშავედ. ხოლო ბექა ათაბეგაშვილის ეპიზოდში ბრალდებულს განესაზღვრა 5000 ლარის ჯარიმა. ჩვენი აზრით, სასჯელი მინიმალურია და აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ გასაჩივრდება სააპელაციო წესით", - განაცხადა  ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა.

დღის ამბები