19 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 კილო კოკაინის შემოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

უცხო ქვეყნის მოქალაქე 2 კილო და 200 გრამი კოკაინის შემოტანისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები