21 დეკემბერი 2024,   17:52
ვრცლად
სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების გადაადგილება - "კურიერის" ექსკლუზიური კადრები ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე

"კურიერმა" ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ექსკლუზიურად, დამატებითი კადრები მოიპოვა. ვიდეო სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე პირების გადაადგილება ჩანს.

კერძოდ, როგორ მიდიან ერთ-ერთ შენობასთან ავტომობილები, საიდანაც გადმოდის 20-მდე პირი და შედიან იმ ოთახში, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ფაქტი დაახლოებით 20:43 წუთზე ხდება. ამის შემდეგ, უკვე 45 წუთში, მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება მკვეთრი გადაადგილება. მამაკაცები სხდებიან ავტომობილებში და სწრაფად ტოვებენ მიმდებარე ტერიტორიას. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიებას 5 პირი ჰყავს დაკავებული, თუმცა შესაძლოა ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ ეთანხმება. ისინი წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში იმყოფებიან. 

"15-ზე მეტი ადამიანი იყო და რეალურად ვინ ვის ესროდა ისიც კი არ ჩანდა. ძალიან მძიმე შედეგით დასრულდა ეს ამბავი, არის 2 გარდაცვლილი და 5 დაჭრილი. აქედან გამომდინარე, ის, რომ მას წაუყენეს 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდება, რეალურად გამოკვეთილი არ არის ჯერ, რადგან ეს ადამიანი თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა" - აცხადებს ერთ-ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. 

დღის ამბები