19 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

დღის ამბები