06 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ვითარება მარიუპოლში საგანგაშოა - უკრაინაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი

უკრაინაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, პასკალ ჰუნდტის განცხადებით, მათი გუნდი ხუთი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა მარიუპოლში შესვლას. მისივე თქმით, მარიუპოლში ვითარება საგანგაშოა.

"ხალხი კიდევ უფრო დიდ შიშსა და სასოწარკვეთაშია. მატარებლით მგზავრობას ვეღარ ბედავენ, ამიტომ მანქანით გადაადგილდებიან. უჭირთ საავადმყოფომდე მისვლაც. ჩვენი გუნდი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა მარიუპოლში შესვლას, თუმცა უშედეგოდ. ზოგჯერ საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს არ აქვთ ინფორმაცია ჩვენი მისიის შესახებ. ვითარება მარიუპოლში საგანგაშოა. არ არის დაცული ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები,"-აცხადებს პასკალ ჰუნდტი.

დღის ამბები