20 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
ჩვენ არ გვინდა ომი შავ ზღვაში - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

ჩვენ დავიცავთ მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გავუშვებთ, ჩვენ არ გვინდა ომი შავ ზღვაში – ეს თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაა.

ჰულუსი აქარიმ კომენტარი შავ ზღვაში აღმოჩენილ ნაღმებთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ნაღმები რუსული წარმოებისაა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რომელმა ქვეყანამ დატოვა ისინი წყალში.

"ჩვენ გვაქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 400 ნაღმია, მაგრამ ეს სრული საიდუმლოა. რაოდენობა უცნობია. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ სხვა ქვეყნები. კვლევებს ბულგარეთისა და რუმინეთის ხელისუფლებაც ატარებს," – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები