08 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
გაუპატიურებული და ნაწამები ქალები, ბავშვები და ჩვილი - რუსი ოკუპანტების სასტიკი დანაშაულები, რომელსაც ომში მყოფი ქვეყანა უკვე 48-ე დღეა უმკლავდება

რუსი ჯარისკაცების მიერ ასობით გაუპატიურებული უკრაინელი ქალი და მათი მოკლული მეუღლეები - 48-ე დღეა მთელი მსოფლიო ყველაზე სასტიკი დანაშაულების მოწმე ხდება.

50 წლის ანა [სახელი შეცვლილია] რუსმა ოკუპანტმა მეუღლის თვალწინ გააუპატიურა, ქმარი კი მოკლა.
იმავე რუსმა კიევიდან 70 კილომეტრში მდებარე სოფელში რამდენიმე საათში კიდევ ერთი 40 წლის ქალზე იძალადა სექსუალურად, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. ქალის სისხლის ლაქები საძინებელ ოთახში ამ დრომდე რჩება. საძინებელ ოთახში, უცნობმა პირებმა ტუჩსაცხით დატოვეს წარწერა, რომ ქალი წამებით მოკლეს. სიუჟეტის მიხედვით ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ გაირკვა, რომ რუსმა სამხედროებმა ის შიშველი დამარხეს. ამავე დასახლებაშია მომხდარი ქმრისა და შვილების თვალწინ, ქალზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა. ასეთი დაუჯერებელი ისტორიებითაა სავსე რუსული ომი უკრაინის ტერიტორიაზე. არის შემთხვევები, როდესც ბავშვის თვალწინ დედა გააუპატიურეს.

მხოლოდ ბუჩაში ოკუპანტებს 14-დან 24 წლამდე უკრაინელი ქალების ჯგუფი სარდაფში 25 დღის განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი და მათ მასობრივად აუპატიურებდნენ. მათგან 9 ახლა ორსულადაა.

ამასთან, უკრანის პრეზიდენტი ამბობს, იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ალექსეი ბოჩკოვი, ქალაქ ფსკო-ვიდან. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.

იქ, სადაც რუსმა სამხედრომ ფეხი დადგა ყველგან სექსუალური ძალადობის, დამცირების, წამების და მკვლელობის უამრავი ფაქტია.

ომის დამნაშავეების: სექსუალური მანიაკების, მოროდიორების, ქალებისა და ბავშვების მკვლელი არმია უსუსურია უკრაინულ ჯართან ბრძოლაში.

რუსეთის გენერალურმა შტაბმა 48 დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი დასახული მიზნის მიღწევა. პუტინის ჯარის ტაქტიკაც და სტრატეგიაც უიარაღო, დაუცველი ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებაზე.

დღის ამბები