ქუთაისში მყოფმა უკრაინელმა დევნილებმა მშვიდობის ხეივანში ნერგები დარგეს. ხეივანი უკრაინელმა სიმბოლურად თანატოლებთან ერთად გააშენეს. ორგანიზატორების თქმით, ეს პერფორმანსი საქართველო-უკრაინის მეგობრობას მიუძღვნეს.
უკრაინელ დევნილებს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ტაშით და შეძახილებით მიიღეს.