01 სექტემბერი 2026,   08:18
ვრცლად
ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, სადაც წავიდნენ იქ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან - ნიკა კვარაცხელიას დედა 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ორივე დაკავებული დამნაშავედ სცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. მინდა გთხოვოთ თანადგომა, რომ საქმეზე გამოყოფილ მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე,"- აცხადებს ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძე.

საქმის პროკურორის განცხადებით კი, სასჯელი შესაძლოა ვინმესთვის მკაცრია, მაგრამ მისივე თქმით, ეს სამართლიანია:

"ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა იგეგმებოდა ამ პირების მიერ საკმაო ხანი. ხდებოდა მასზე თვალთვალი, ასევე იყო წინასწარი მომზადება იარაღის შეძენისა თუ ავტომობილების დაქირავების მიზნით. ხდებოდა ნიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი ადგილებისა და მარშრუტების დადგენა და ყოველწუთიერი მის უკან დევნა. აქ წლებზე არ არის საუბარი, სასჯელი არის სამართლიანი. ეს შესაძლოა ვინმესთვის მკაცრია, მაგრამ სასჯელი სამართლიანია,"- აღნიშნავს საქმის პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.

მსჯავრდებულების ადვოკატი კი აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მცდარია. 

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ.

დღის ამბები