03 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდადებულები ციხეში 16 და 17 წელს გაატარებენ - მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია

რეზონანსული მკვლელობიდან 7 თვის თავზე დამნაშავეები დაისაჯნენ. 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასჯელის მაქსიმუმი მიესაჯათ - აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. არც ერთი ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, განსხვავებით ნიკა კვარაცხელიას დედისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე არ დასჯილა.

საუბარია მკვლელობის დამკვეთებზე. მიუხედავად 7 თვიანი ძიებისა, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია. თუმცა ის, რომ 22 წლის ახალგაზრდის სასტიკი მკვლელობა შეკვეთილი იყო, ბრალდების მხარემ სასამართლოზე ფაქტებით დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, მკვლელები ნიკო კვარაცხელიას რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტებს სწავლობდნენ. ამ დროისთვის, სასტიკი მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად ძიება საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელდება.

რა მოტივით და ვისი დაკვეთით მოკლეს თბილისის ცენტრში 22 წლის ახალგაზრდა - ეს შეკითხვები მსჯავრდადებულებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ უპასუხოდ დატოვეს. ჯერ უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა ახლა უკვე მსჯავრდადებულები გამამტყუნებელ განაჩენს.
 
ამავე თემაზე
დღის ამბები