21 იანვარი 2025,   03:06
ვრცლად
პოლონეთში ყაჩაღობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს - "ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ოპერატორს სცემეს"
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პოლონეთში ყაჩაღობის ბრალდებით სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრესა წერს, რომ ქართული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.

      გამოძიებით გაირკვა, რომ თავდამსხმელები "ფორდის" და "ვოლვოს" მარკის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან ყალბი რუმინული პასპორტით იქირავეს.

      დამნაშავეებმა ფულის წაღება ვერ მოახერხეს, 40, 37 და 46 წლის თავდამსხმელები პოლიციამ უკვე დააკავა. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.