06 მაისი 2024,   17:30
ვრცლად
"მესიზმრება რომ ისევ მეძებენ" - რას ყვება გაუპატიურებული ასაკოვანი ქალი, რომელიც რუსი სამხედროების სისასტიკეს იხსენებს

"მესიზმრება რომ ისევ მეძებენ" - რუსული კოშმარი, რომელიც კიევის ოლქში მცხოვრები ასაკოვანი ქალის ცხოვრების კოშმარად იქცა. შუახნის ქალი ამბობს, რომ მთვრალმა რუსმა ჯარისკაცებმა ის და მისი მეზობელი ნატაშა გააუპატიურეს. სექსუალური ძალადობის ფაქტი ერთ ღამეში სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა. პირველი შემთხვევის დროს, მეზობელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ქალის დახმარება სცადა - ადგილზე იმავე სამხედრომ მოკლა, რომელიც პარალელურად ქალზე ძალადობდა. ამის შემდეგ, უკვე ორივე ქალი სახლიდან მოშორებით წაიყვანეს და იარაღის მუქარის ქვეშ კვლავ გააუპატიურეს.

"მე კოშმარები მესიზმრება, თითქოს მე ისინი მეძებენ. თითქოს ისინი მე მეწევიან- სრული სიგიჟე. კარზე კაკუნი იყო, სამი ოკუპანტი მოვიდა. მეთაურმა მითხრა, რომ სამხედროები მთვრალები იყვნენ და გართობა უნდოდათ" - ამბობს კიევის ოლქში მცხოვრები ასაკოვანი ქალი.

სვეტლანა, მსხვერპლის პირობითი სახელია. ის ამბობს, რომ მასზე მოძალადე კაცი 19 წლის დანია იყო, მას კიოევ ოლეგი და მეთაური სანია ახლდა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა. სამხედრო დანაშაულზე, "რადიო თავისუფლების" რუსული რედაქციის გარდა, წერს სხვა საერთაშორისო მედიაც. BBC-ის სიუჟეტის მიხედვით, რუსმა ჯარისკაცმა ქალი, შვილისა და ქმრის თანდასწრებით გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. მოკლეს მისი არასრულწლოვანი შვილიც.

შემთხვევის ადგილი რუსმა მოძალადეებმა გადაწვეს. ეს კიევის ოლქში მომხდარი დანაშაულის მხოლოდ მცირე ნაწილია. ქალების უმრავლესობა საჯაროდ არ საუბრობს. მოკლულია კიდევ ერთი ქალი, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს.

სამხედრო დანაშაულის ზუსტი სტატისტიკა უცნობია, გაუპატიურებისა და ძალადობის რიცხი მატულობს. საქმეს იძიებს სახალხო დამცველი და უკრაინის გენერალური პროკურორიც. ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხოლოდ ბუჩაში ოკუპანტებს 25 ქალი სარდაფში ყავდათ ჩაკეტილი და მათზე სისტემატიურად ძალადობდნენ. მათგან 9 ორსულად არის.

გამოძების პროცესში ჩართულია არასამთავრობო სექტორიც, რომელიც სამხედრო დანაშაულის საქმეზე მტკიცებულებას, ჰააგის ტრიბუნალისთვის აგროვებს.

დღის ამბები